გია ბარამიძე

ბარამიძე: ევროკავშირში ღარიბაშვილს ისე ესაუბრებოდნენ,როგორც იანუკოვიჩს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჰიპოტეტურ პრობლემებზე ვერ ისაუბრებს. ის ისაუბრებს თუ რა რეალური პრობლემებია. რატომ არ საუბრობს იმავე ენით,როდესაც მოლდოვას პრემიერმინისტრი უდგას გვერდით? რატომ საუბრობდა ასეთივე ენით, როდესაც იანუკოვიჩი იდგა იქ? სამწუხაროა, რომ ასეთივე ენით, როგორითაც იანუკოვიჩს ელაპარაკებოდნენ, ელაპარაკებიან საქართველოს პრემიერმინისტრსს. ეს არის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და ასე თუ გაგრძელდა საქმე, შესაძლოა რატიფიკაცია მოხდეს, მაგრამ შემდეგ ქვეყანამ ვერ წაიწიოს იმ ტემპით, რა ტემპითაც უნდა მივდიოდეთ. ვიზის ლიბერალიზაციის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მეორე ეტაპზე ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა გადავსულიყავით და ხოხვა-ხოხვით ვერ მივაღწევთ წარმატებას. როდესაც ველოდიპედით მიდიხარ, სანამ დავარდები, შეიძლება ისე შეანელო სვლა, რომ მაინც წინ წახვიდე, თუმცა ცოტა ხანში დავარდები, თუკი ამ ტემპს დაკარგავ.

გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ბარამიძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს

კომენტარები