ოლიმპიური სოფელი

ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა

metro.us

თბილისის ზღვაზე, ახალგაზრდული ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ცხრა დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, მუშებს ლითონის ხარაჩო გადაჰქონდათ, რომელიც ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებს გამოედო და უბედური შემთხვევის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

კომპანია თელასის წარმომადგენლებმა ის ფაქტი, რომ მუშის გარდაცვალება მაღალმა ძაბვამ გამოიწვია, უარყვეს. ამ დროისთვის დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები