პაატა დობორჯგინიძის საქმე

პოლიციის თანაშრომელ პაატა დობორჯგინიძეს აღმკვეთ ღონისძებად გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრულო პოლიციის თანაშრომელს, პაატა დობორჯგინიძეს აღკეთის ღონისძიების სახით ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

სასამართლო პროცესამდე კი პაატა დობორჯგინიძემ მის სამართლებრივ დევნაზე დენტობის ოფისში ისაუბრა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ზეწონასა და სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციაში დაადანაშაულა. ის ამბობს, რომ მას რამდენიმე ბრალი იმის გამო წარუდგინეს, რომ 2014 წლის 17 ივნისს შსს-ს ის თანამშრომელი არ დააკავა, რომელმაც მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა.

17 ივნისს თბილისში, სანაპიროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩხუბი ტაბულამ შემთხვევით გადაიღო. ინციდენტის ადგილზე საპატრულო პოლიციაც ტაბულას ჟურნალისტის შეტყობინების შემდეგ მივიდა. პაატა დობორჯგინიძე სწორედ პატრულის ეკიპაჟის წევრი იყო.

კომენტარები