თბილისის მერია

სამუშია: მერიის სტრუქტურებში დასაქმებულები საახალწლოდ მე–13 ხელფასს მიიღებენ

amerikiskhma.com

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, მერიის სტრუქტურებში დასაქმებული 17 ათასი ადამიანი (თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები და თბილსერვისჯგუფის თანამშრომლები) საახალწლოდ მეცამეტე ხელფასს მიიღებს.

სამუშიას თქმითვე, გუშინ საკრებულოს უმრავლესობა შეხვდა თბილისის მერიის საფინანსო გუნდს, სადაც შემუშავდა წინადადება, რომ დაიწყოს თანხების მოძიება, რათა თბილისის თვითმმართველობასა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმებში, ასევე შპს სინათლის ქალაქში დასაქმებულმა ადამიანებმა წინასაახალწლოდ გარკვეული ფინანსური შეღავათები მიიღონ.

საკრებულოს ცნობით, ამ ინიციატივას დეპუტატები დღეს დაგეგმილ ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განიხილავენ.

კომენტარები