თბილისის მერია

წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად დამთავრდა. 

"ვთქვით, რომ მარტის ბოლოსთვის წერეთლის გამზირზე დარჩენილი სამუშაოებიც დასრულდებოდა. ეს იყო: გარე განათების ახალი ბოძების მონტაჟი, ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვემოთ ჩატანა, ნარჩენების მიწისქვეშა ურნების მოწყობა. ასევე, გვქონდა გარკვეული ხარვეზები, რომელიც გამოსწორებას საჭიროებდა.

დღეს შემიძლია გითხრათ, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დამთავრებულია. ერთადერთი, გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

წერეთლის გამზირზე სამუშაოების პირველი ეტაპი 1-ელ თებერვალს დასრულდა და ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო.

კომენტარები