2015 წლის ბიუჯეტი

ხადური: ახალი ბიუჯეტის 30 % ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაიხარჯება

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით 2015 წლის ბიუჯეტის თითქმის 30 % ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დაიხარჯება. მისივე განმარტებით ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზეა ორიენტირებული და აღებულ ვალდებულებებს ეხმიანება. 

"ბიუჯეტის ხარჯების თითქმის 30 % არის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით. მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე, თითქმის 300 მილიონი ლარი დაიხარჯება სოფლის მეურნეობაზე, ეს არის ბიუჯეტი, რომელშიც დაბალანსებულია სოციალური ვალდებულებები და ეკონომიკის განვითარებისთვის აღებული ვალდებულებები" - განაცხადა ხადურმა.

2015 წლის ბიუჯეტი 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კომენტარები