საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ზღულაძე შს მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა

ეკა ზღულაძე
facebook.com/pavlo.rozenko

როგორც უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრი პაველ როზენკო facebook-ის პირად გვერდზე წერს, ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

"სულ ახალხან მინისტრთა კაბინეტმა ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა. თქვა, რომ მისთვის ეს გაცნობიერებული არჩევანია და არა ავანტიურიზმი", - წერს როზენკო.

ჯერჯერობით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ზღულაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ განთავსებულა.

კომენტარები