თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ხიდაშელი თავდაცვის უწყებას: არ უთქვამს პრემიერს, ტექნიკური შეცდომა დაარქვითო

მგონი, ჯადო გაუკეთეს. "ტექნიკური შეცდომა"? 24 საათი არავინ იყო ცოცხალი და საკუთარი ვებგვერდის წამკითხავი? და ასეულობით კომენტარსაც ის ადამიანი შლიდა, ვინც ეს განცხადება დაწერა, არ ჩათვალა საჭიროდ მისი ვინმესთვის ჩვენება, გააქანა და პირდაპირ ვებგვერდზე გამოკიდა? თავად ვერ მივხვდით, OK?! პრემიერმა გიკარნახათ, რა უნდა გაგეკეთებინათ და არ უთქვამს იმ ადამიანს, რომ ბოდიში პირობით მოიხადეთ, თან ტექნიკური შეცდომა დაარქვითო ?! როგორც ჩანს, თავად არ გაწუხებთ საკუთარი განცხადება და იქნებ პრემიერს მაინც დაუჯეროთ, ზუსტი მითითება მოგცათ, როგორ უნდა მოქცეულიყავით, თუმცა, ახლა უკვე გვიანია, კიდევ რამე ახალი განცხადება უკვე ხიფათის უფრო მაღალ განზომილებაშია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს სკანდალურ განცხადებაზე.

კომენტარები