თავდაცვის სამინისტროს განცხადება

პეტრიაშვილი: თავდაცვის უწყების განცხადება შეთანხმებული და გააზრებული იყო

მე გამოვრიცხავ რომ ეს განცხადება მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეიძლება ყოფილიყო შეთანხმებული. არამც და არამც ესეთი რაღაცები არ კეთდება ჩვეულებრივი თანამშრომლების, ან თუნდაც დეპარტამენტების უფროსების დონეზე. ამასთან ერთად, შემიძლია გითხრათ, რომ თავად თავდაცვის უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელი ძალიან ფრთხილია, ყოველთვის ერიდებოდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, ამიტომ მე გამოვრიცხავ რომ ეს განცხადება მხოლოდ მისი თანხმობით გამოქვეყნებულიყო. ნებისმიერი ასეთი პოლიტიკური დატვირთვის მქონე განცხადება, აბსოლიტური პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, არ კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი უწყების გადაწყვეტილების მიხედვით. ის აუცილებლად იღებს შესაბამის თანხმობას

 

აღნიშნა თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა გადაცემა თეორემაში. ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

კომენტარები