თავდაცვის სამინისტროს განცხადება

მინდია ჯანელიძე მთავრობის სხდომიდან ჟურნალისტებს გაეპარა

რადიო თავისუფლება

თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია თუმცა გუშინ, 23 დეკემბერს მისი მოადგილე გოჩა რატიანი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ მინდია ჯანელიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებდა. ის ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, სათადარიგო გასასვლელიდან გაეპარა.

აღსანიშნავია, რომ თავად მინდია ჯანელიძის გარდა მთავრობის თითქმის ყველა წევრმა, მათ შორის პრემიერმაც გააკეთა თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადება. 

პრემიერი ამბობს, რომ  მინდია ჯანელიძეს "არც ეუხერხულება და არც არაფერი".  ღარიბაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა "ისტერია" დაასრულონ.

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. მოწოდებები იმის თაობაზე, რომ ჯანელიძე გადადგეს, მე მგონი ეს არასწორი საუბრებია. მინდა მოვუწოდო, რომ უფრო გონივრული იქნება დროზე დავასრულოთ ეს საუბარი და ეს მართლაც ისტერია. მინდია ჯანელიძესთან მე მქონდა საუბარი, მას არც ეუხერხულება და არც არაფერი. ჩვენ გამოვხატეთ პოზიცია და ის, რომ ნაციონალური მოძრაობის მოწოდებაზე ამხელა აჟიოტაჟი ატყდა, ვფიქრობ ძალიან შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია თავდაცვის სამინისტროსთვის" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები