რელიგიური ჯგუფების დაფინანსება

ოთხ რელიგიურ ჯგუფს მომდევნო წელს დაფინანსება გაეზრდება

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინიტრი იმ ოთხი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანი ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომდევნო წელს ეს თანხა გაიზრდება. გარდა ამისა, რელიგიის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ ამ ჯგუფებს კიდევ 2-3 დაემატოს, თუმცა არ დააკონკრეტა რომლები.

ცნობილია, რომ საქართველოს ისლამურ თემს 1 100 000 ლარი, საქართველოს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას 300 000 ლარი, კათოლიკე ეკლესიას საქართველოში 200 000 ლარი და საქართველოს ებრაულ თემს 150 ათასი ლარი გამოეყოფა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრმა შეხვედრაზე ამ ოთხ კონფესიას "მთავარი რელიგიური კონფესიები" უწოდა.

ეს ოთხი ჯგუფი უკვე წლებია ითხოვს საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. თუმცა, საბჭოთა კავშირში სხვა რელიგიურმა ჯგუფებმაც იზარალეს, მაგალითად ორმოცდაათიანელებმა და ლუთერელებმა.

კომენტარები