ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: ბიუჯეტის ზუსტად ათვისება არც ერთ ქვეყანაში არ ხდება

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბიუჯეტის ათვისება ზუსტად არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. 

"ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ ჩვენ, არამხოლოდ ჩვენთან, მსოფლიოშიც არის ძალიან რთული ვითარება. უამრავი კრიზისები, კონფლიქტები, ომია ყველგან, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში ნახეთ რა ხდება. ამ ვითარებაში ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეკონომიკა იზრდება 5%-ით.

რაც შეეხება ბიუჯეტის არ შესრულებას თუ ვერ შესრულებას, მე გეტყვით, რომ ბიუჯეტი შესრულდება შეიძლება ხარჯვით ნაწილში იყოს, ვერ შესრულდეს ან გარკვეულმა სამინისტროებმა ვერ აითვისეს თანხები, მაგრამ წლების მანძილზე ასე იყო და ზოგადად ბიუჯეტი, როცა იგეგმება ზუსტად ათვისება არ ხდება არც ერთ ქვეყანაში. ხდება კორექტირება ბიუჯეტის, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია.

წინა ხელისუფლება ამას აკეთებდა და ისე წარმოაჩენდა, რომ 100%-ით ასრულებდა ბიუჯეტს. მაგრამ ეს რეალობა არ იყო. წლის ბოლოს ხდებოდა ბიუჯეტის კორექტირებას პარლამენტში და ზუსტად დასმა 100%-ზე, ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ის რეალური მონაცემები და მაჩვენებლები რაც არის" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

წლის პირველი თერთმეტი თვის შესრულებით ბიუჯეტის შემოსავლების გეგმის შესასრულებლად ბიუჯეტში 1,35 მილიარდი უნდა შევიდეს, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან კი დეკემბერის თვეში სახელმწიფომ 1,45 მილიარდი ლარის მოცულობის ფინანსები უნდა დახარჯოს. ეკონომისტების შეფასებით ამ მოცულობის ფინასების მიღება და ათვისებას მთავრობა ვერ შეძლებს. 

 

კომენტარები