რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა

ობამა: პუტინმა ყირიმის ანექსიით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა

washingtonpost

"ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ანექსიით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნაციონალური რადიოსთვის მიცემულ შემაჯამებელ ინტერვიუში განაცხადა.

ბარაკ ობამას თქმით, ცოტა ხნის წინ ბევრი ადამიანი და თავად პუტინიც საკუთარ თავს სტრატეგიის გენიოსად მიიჩნევდა, რომელმაც დასავლეთს მოუგო და რუსეთის გავლენა გაზარდა. თუმცა, სანქციებისა და ნავთობზე ფასების დაცემის გავლენამ რუსულ ეკონომიკაზე აჩვენა, რომ ეს ასე არ არის.

"ახლა, შესაძლოა, ბევრი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში რუსეთის გარეთ, ხვდება, რომ პუტინი არც ისე ჭკვიანურად მოიქცა", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

კომენტარები