ცესკოს წევრობის კანდიდატები

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს წევრობის კანდიდატურები წარუდგინა

ცესკო

საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს კონკურსის შედეგად შერჩეული ექვსი კანდიდატურა წარუდგინა.

"საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიზო მჭედლიძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მან გიორგი ჯავახიშვილისა და ლევან ტურაშვილის კანდიდატურები წარადგინა; ცესკო-ს წევრის თამაზ შარმანაშვილის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით დავით ღონღაძისა და ზურაბ ხრიკაძის კანდიდატურები შესთავაზა; ხოლო ცესკო-ს წევრის კონსტანტინე კირვალიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ჭიქაბერიძისა და ნათია ჯიქიას კანდიდატურები დაასახელა.

საქართველოს პრეზიდენტის N 08/12/03 განკარულების თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი 2014 წლის 8 დეკემბრიდან გამოცხადდა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებით კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა ყოფილიყო საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, რომლიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და არანაკლებ 3 წლის შრომით გამოცდილებასთან ერთად, ექნებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 37 გნაცხადი შემოვიდა, რომელთაგან საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა. მათგან გიორგი მარგველაშვილმა ექვსი კანდიდატურა შეარჩია",-იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

კომენტარები