საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

უკრაინის იუსტიციის სამინისტროში ოთხი ქართველი იმუშავებს

http://www.minjust.gov.ua/

უკრაინის იუსტიციის სამინისტროში ოთხი ქართველი იმუშავებს. უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პავლო პეტრენკომ მისი გუნდის ქართველი წევრები დღეს ოფიციალურად წარადგინა. საქართველოს შს და იუსტიციის მინისტრების ყოფილი მოადგილე და ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი გია გეწაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ხოლო ამავე უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე ჯაბა ებანოიძე, თამარ შელია და გიორგი წიკლაური იმუშავებენ.

ყოფილი ხელისუფლების  ოთხივე წარმომადგენელი უკრაინის იუსტიციის სამინისტროს რეფორმირებაზე იმუშავებს. 

ჯაბა ებანოიძე წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. ასევე, შემოსავლების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ხატია შელიასა და გიორგი წიკლაურს კი, 2012 წლის არჩევნებამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილეების პოსტები ეკავათ.  

კომენტარები