მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება

გოცირიძე: მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უმუშავრობას გაზრდის

თეორემა/ტაბულა

ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის თქმით, მონატერული პოლიტიკის გამკაცრება უმუშევრობას გაზრდის. ეს განცხადება გოცირიძემ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა. მისივე თქმით, ლარის ვარდნის შესაჩერებლად შესაძლოა ეს ნაბიჯიც არ იყოს საკმარისი, თუ მთავრობამ შესაბამისი ღონისძებები არ გაატარა. 

"ეროვნული ბანკი იძულებულია, რომ ფულის მასა შეამციროს. ფულის მასის შემცირება ნიშნავს ეკონომიკის შემცირებას, უმუშევრობას, სამუშაო ადგილების დაკარგვას. საქართველოში დღეს ფულის მასა ისედაც ნაკლებია, ვინაიდან არ ხდება მისი გენერირება ეკონომიკური ზრდის საშუალებით. ახლა კი ეროვნული ბანკი იძულებულია, რომ მიმართოს მის კიდევ უფრო შემცირებას. სამწუხაროდ ის გამოიყენებს თავის ბერკეტებს, რომელიც მოახდენს ლარის ვარდნის შეჩერებას, მაგრამ, შეიძლება, ესეც არ იყოს საკმარისი, თუ მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი ღონისძიებები არ გაატარა", - ამბობს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრებას 2 თებერვლიდან გეგმავს.

კომენტარები