ხელისუფლება და მედია

ქანთარია: შესაძლოა ხალხში მოთხოვნა გაჩნდეს, რომ ტელევიზიებს მიხედვა სჭირდება

დღეს ხელისუფლება არცერთ ტელეარხს არ ფლობს. მედიას მოვუწოდებ, იმ ტოტს ნუ ჭრის, რომელზეც ზის. ეს თავისუფალი სივრცე შეირგონ, თორემ ამ თავისუფლების ალტერნატივა ისევ ტერორი და შევარდნებია! ჩვენ ამას არ ვიზამთ, მაგრამ პროცესი იქამდე მიდის, შესაძლოა ხალხში მოთხოვნა გაჩნდეს, მკაცრი ხელია საჭირო და ტელევიზიებს მიხედეთო. ხალხში მოთხოვნა გაჩნდება, ხელისუფლება ხართ, ადექით და იმოქმედეთ, რომ ეს კამპანია შეაჩეროთ. ეს იმის საფუძველი იქნება, ამ ტალღაზე ახალი ჯგუფი მოვიდეს, რომელიც ამ მოთხოვნებს თავისასაც დაუმატებს და ტელევიზიებში შევარდება. ვაფრთხილებ, შეირგოს ეს თავისუფალი სივრცე! ახლა ამ თავისუფლებისგან ისტერიკაში არიან და ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მხოლოდ ნეგატივს აშუქებს. სურთ, ქვეყანაში ქაოტური მდგომარეობა შეიქმნას. ალბათ, ყველაზე უკეთ ნეგატიური ინფორმაცია იყიდება, თუმცა ბალანსი ხომ უნდა დაიცვან?! ვამბობ, რომ ეს თავისუფლება უნდა შეიფერონ, რადგან ამის ალტერნატივა სწორედ ქაოსია, ხალხს თუ მათი გაჩერების მოთხოვნილება გაუჩნდება, შემდეგი ხელისუფლება ამ მოთხოვნას შეასრულებს.

განათლების და კულტურის კომიტეტის თავმდჯომარის პირველი მოადგილის, პარლამენტარ ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიას ამ კომენტარს გაზეთ ვერსიაზე დაყრდნობით სააგენტო ნიუპოსტი ავრცელებს. ფოტო © ნეტგაზეთი.

კომენტარები