NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩი 2015

All Stars-ის სამქულიანების კონკურსში მონაწილე კალათბურთელები ცნობილია

BleacherReport.com

NBA-ს 2015 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩი 13-15 თებერვალს, ნიუ-იორკში გაიმართება. მას შემდეგ, რაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდების ვარსკვლავური შემადგენლობები დასახელდა, გულშემატკივრები სამქულიანების კონკურსის მონაწილეთა სიის გარკვევას ელოდნენ, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია.

სამქულიანების კონკურსი აშშ-ს დროით 14 თებერვალს, 8:30 სთ-ზე დაიწყება.

გთავაზობთ მონაწილეთა სრულ სიას:

აღმოსავლეთიდან- კაილ კორვერი (ატლანტა ჰოქსი) და კაირი ირვინგი (კლივლენ კავალიერსი).

დასავლეთიდან- სტეფ კარი, კლეი ტომპსონი (ორივე გოლდენ სტეიტ უირიორზი), ჯჯ რედიკი (ლოს-ანჯელეს კლიპერსი) , მარკო ბელინელი (სან ანტონიო სპურსი), უესლი მეთიუსი (პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი) და ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონ როკეტსი).

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ კონკურსში მარკო ბელინელიმ გაიმარჯვა, ხოლო შარშანწინ საუკეთესო კაირი ირვინგი გახდა.

კომენტარები