საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ბესელია: არ ვიცი, სააკაშვილმა რა უნდა ურჩიოს გონივრული უკრაინის პრეზიდენტს

მცდარი გადაწყვეტილებაა. ჩვენს მეგობარ ქვეყანას ძალიან ვგულშემატკივრობთ და გვაქვს კეთილი სურვილები უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვფიქრობ, ნამდვილად მცდარი გადაწყვეტილება იყო. მიხეილ სააკაშვილმა არ ვიცი, რა უნდა ურჩიოს გონივრული უკრაინის პრეზიდენტს.

ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება.

კომენტარები