უკრაინის ელჩი საქართველოში, ვასილი ციბენკო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყება მას განმარტებებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშრებით სთხოვს. როგორც ტაბულას
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცნობეს, უკრაინის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში მომდევნო კვირას უნდა გამოცხადდეს.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით განმარტებების მოსმენას ადგილზე საქართველოს ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლებაც გეგმავს.