საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

კალაძე: არ მინდა, უკრაინის მთავრობის საკადრო პოლიტიკაში ჩავერიო

ტაბულა

სააკაშვილი პირდაპირ კავშირშია კრიმინალურ რეჟიმთან, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ის უკრაინის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაში ვერ ჩაერევა, თუმცა არ სჯერა, რომ იმ თანამდებობებზე დანიშნული ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინას სიკეთეს მოუტანენ.

"მე გამიჭირდება შეფასებების გაკეთება. უკრაინას ყავს მთავრობა, ხელისუფლება და არ მინდა, ჩავერიო მათ საკადრო პოლიტიკაში, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ისინი თვლიან, რომ ეს ადამიანები განახორციელებენ რეფორმებს. თუმცა, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია კრიმინალურ რეჟიმთან, იმ სისხლიან რეჟიმთან, რომელიც შეიქმნა საქართველოში. ის იყო მთავარი იდეოლოგი, თავის მეგობრებთან ერთად, მე ახლა გვარებს არ დავასახელებ, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია და არ მგონია, რომ მათ უკრაინას რაიმე სასიკეთო მოუტანონ, თან იმ მდგომარეობაში, რა მძიმე სიტუაციაშიც დღეს უკრაინა იმყოფება", - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები