მთავრობის გადაყენება

ძიძიგური ალასანიას განცხადებაზე: ეს მთავრობა მომავალ არჩევნებამდე დარჩება

მე ეს კომენტარი წავიკითხე, ჯერ ვფიქრობ, რამდენად რეალურია, რომ თავისუფალი დემოკრატები ნაციონალებთან ერთად ასეთი ტიპის ალიანსს გააკეთებენ, საერთოდ, ეს არის ჯერ საფიქრალი და თუ ასეთ ალიანსს გააკეთებს, რა ვიცი აბა, რა პოლიტიკური გამართლება შეიძლება ამას მოეძებნოს, ვერ გეტყვით. რაც შეეხება პარლამენტში ამ საკითხის დაყენებას, ეს სრულიად არარეალურია და ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ეს მთავრობა მომავალ არჩევნებამდე, ახალი პარლამენტის ფორმირებამდე გაუძღვება საქართველოს ხელმძღვანელობას და სამინისტროები იმუშავებენ დაუბრკოლებლად.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა თავისუფალი დემოკრატების და ენმ-ის მიერ პარლამენტის კიდევ 18 დეპუტატთან ერთად, მთავრობის შესაძლო გადაყენებაზე. ცნობისთვის, ირაკლი ალასანიამ გადაცემა თეორემაში კითხვაზე, მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ხომ არ გაერთიანდება ენმ-სთან და იმუშავებს 18 დეპუტატის გადმობირებაზე, განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.

კომენტარები