მთავრობის გადაყენება

გაბაშვილი: ორ-სამ თვეში დეპუტატებს მოუწევთ ხელის აწევა მთავრობის გადადგომაზე

ეს ფართო საპროტესტო მოძრაობა, რომელიც დაიწყო 21 მარტს, და ეს იყო მხოლოდ პირველი, ძალიან ხალხმრავალი და ძალიან მკაფიოდ გამოხატული ნება ხალხისა... როცა ასე მძლავრად იწყება ეს მოძრაობა, ეს მოძრაობა ასევე მძლავრად გაგრძელდება და ძალიან ბევრ დეპუტატს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგა ოპოზიციური დაჯგუფებებიდან, დამოუკიდებელ დეპუტატებს, მაჟორიტარებს, უბრალოდ, სხვა არჩევანი არ ექნებათ თუ არადა, ის მდგომარეობა, რომელიც არის დღეს, დამძიმდება, იმიტომ, რომ ეს მთავრობა არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ მდგომარეობა არ დამძიმდეს. გავა ერთი თვე, გავა ორი თვე და როგორც დღეს არ სჯეროდათ, რომ სეკვესტრზე მოუწევთ ხელის აწევა, აი, დღეს ხომ არ სჯერათ, რომ ორ თვეში მოუწევთ ხელის აწევა მთავრობის გადადგომაზე... ორ თვეში, სამ თვეში მოუწევთ ხელის აწევა მთავრობის გადადგომაზე, იმიტომ, რომ ვითარებაა ასეთი.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში კითხვაზე, როგორ აპირებს ენმ მთავრობის გადაყენებისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატების შეგროვებას.

კომენტარები