საქართველოს საგარეო პოლიტიკა

ბერუჩაშვილი: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი

საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი და ის ეფუძნება ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს და ურყევ ნებას. საქმეები, რეფორმები, კონკრეტული ნაბიჯები იქნება ის პასუხი სკეპტიკოსების იმ კითხვაზე, რომელიც ამ მიმართულებით კიდევ გაისმის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, "NATO-სთან თანამშრომლობა არანაირად არ არის მომართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს სამხედრო ინფრასტრუქტურა" და " ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში დღის წესრიგში არ დგას".

კომენტარები