ოკუპირებული აფხაზეთი

ჩირიკბა: აშშ-მ აფხაზეთის მცხოვრებთათვის სავიზო შეზღუდვები მოხსნა

ვიაჩესლავ ჩირიკბა
sputnik-abkhazia.ru

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა აცხადებს, რომ აშშ-მ აფხაზეთის იმ მცხოვრებთათვის, რომლებიც ამერიკაში, აფხაზეთში რუსეთის საელჩოს მიერ გაცემული რუსული საზღვარგარეთული პასპორტებით მიემგზავრებიან, სავიზო პოლიტიკა შეამცირა.

"ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ჟენევის მოლაპარაკებებზე გავაგრზელოთ მსჯელობა სავიზო პოლიტიკის შესახებ. ამერიკამ უკვე მოხსნა ყველა შეზღუდვა აშშ-ში გამგზავრებისთვის აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, რუსული პასპორტებით. მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებთან: გერმანიასთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ბელგიასთან ძალიან დიდი პრობლემებია. დოკუმენტების ცნობის საკითხი განიხილება ბრიუსელში. საქმე ეხება განათლების დოკუმენტებისა და ასევე ისეთი დოკუმენტების ცნობას, როგორებიცაა დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების მოწმებები" - განაცხადა ჩირიკბამ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ივნისში, ჟენევაში გაიმართება საინფორმაციო სესია, რომელიც დაკავშირებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცემული დოკუმენტების არცნობასთან დაკავშირებით.

"ექსპერტები გამოთქვამენ თავიანთ აზრს იმის შესახებ, როგორ გადავწყვიტოთ ასეთი პრობლემები. არსებობს ამგვარი საკითხების მოგვარების საერთაშორისო გამოცდილება ჩრდილოეთ კვიპროსსა და ტაივანში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას. აქ მნიშვნელოვანია თანაწარმომადგენლების დაინტერესება საკითხის გადასაჭრელად", - განაცხადა ჩირიკბამ.

 

კომენტარები