თამარ კორძაია ქართულ ოცნებაში

კორძაია ფრაქციის დატოვებაზე: IPN-ს ჰკითხეთ, მე არაფერი ვიცი

geonews.ge

"IPN-ს ჰკითხეთ, მე არაფერი ვიცი", - ამ მოკლე პასუხით შემოიფარგლა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას, რომ შესაძლოა, კორძაიას ქართულმა ოცნებამ ფრაქცია დაატოვებინოს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ფრაქცია ქართული ოცნების წევრები ფრაქციის დახურულ სხდომებზე არ მალავენ, რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით კორძაიას პოლიტიკური შეფასებები და პოზიცია არ მოსწონთ და განსხვავებული ხედვების გამო მისი ადგილი "სხვა ფრაქციაშია". "სხვა ფრაქციაში" კი, "რესპუბლიკელები" იგულისხმება.

როგორც ინტერპრესნიუსი წერს, ინფორმირებული წყაროს ცნობით, ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკიმ თანაფრაქციელებთან შეხვედრისას ღიად დააფიქსირა, რომ კორძაიას ფრაქციის დატოვებაზე დაელაპარაკება.

კომენტარები