პროტესტი ბიძინა ივანიშვილს

ინტერპრესნიუსის ფოტოგრაფს აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ფოტოგრაფზე ძალადობა
ტაბულა

არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია შემოულაწუნეს დაწყებამდე ინციდენტი მოხდა. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტოგრაფს ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზიანებულია მისი ფოტოკამერაც. ფოტოგრაფის თქმით, ის აქციის სამზადისს იღებდა, როდესაც მასთან აქციის ერთ-ერთი მონწილე მივიდა და ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენა. თავად აქციის ორგანიზატორებისთვის, კი მათივე თქმით ამ პირის ვინაობა უცნობია. შემთვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციაც. ინციდენტი საიფორმაციო სგენტო ინფო 9-მ გადაიღო.

თავად აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრამდე ავტოკოლონით მსვლელობა მოაწყეს და ათპუნქტიანი რეზოლუცია წარადგინეს. პარტიების წევრების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება და ამ საკითხზე მთავრობასთან დიალოგია.

აქციის ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები: თავისუფალი საქართველო, რეფორმატორები და ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობაა.

კომენტარები