მთავრობის სხდომა

ხადური: ხარჯების შემცირებაზე გარკვეულ სურათს იმ კვირაში წარმოვადგენთ

ტაბულა

ფინანსთა სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თაობაზე "გარკვეულ სურათს" მომავალი კვირის დასაწყისში წარმოადგენს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრს უპასუხა. ხადურის განმარტებით, 16 მარტამდე ფინანსთა სამინისტრო სხვა უწყებებისგან აღნიშნულის შესახებ შესაბამის ინფორმაციას ელოდება. 

"უკვე ორშაბათს უნდა გვქონდეს ინფორმაცია სამინისტროების და იმ სიპ-ების მიხედვით, რომლებიც არ არიან სამინისტროების კონტროლის ქვეშ. ამის მერე ჩვენ დავიწყებთ ამ მასალების დამუშავებას. ფინანსთა სამინისტროს გარკვეული მონახაზი უკვე აქვს, მაგრამ მაინც დაველოდებით ჩვენი კოლეგებისგან მოწოდებულ ინფორმაციას და ალბათ, მომავალი კვირის დასაწყისში ჩვენ უკვე გარკვეულ სურათს წარმოგიდგენთ", - აღნიშნა ხადურმა.

კომენტარები