რეგიონების განვითარება

პრემიერი: წლების განმავლობაში ფასადური აღმშენებლობის სურათი იხატებოდა

წლების განმავლობაში იხატებოდა აღმშენებლობის სურათი, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი იყო ძირითადად ფასადური. ჩვენ ვხედავდით გარემონტებულ და ახალაშენებულ ადმინისტრაციულ შენობებს და ძირეული, რაც გამოიწვევდა ეკონომიკის განვითარებას, საწარმოების განვითარებას და ხალხის დასაქმებას, ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, რეალური არაფერი კეთდებოდა. ამიტომ გვინდა ჩვენ ამ რეალობის შეცვლა, მეგობრებო, და ჩვენ რეალური საქმე გვჭირდება ამისთვის - ნამდვილად აღდგენილი ისტორიული ძეგლები, ნამდვილად ამუშავებული საწარმოები და ქარხნები, განვითარებული ქალაქები, რაიონები, რეგიონები და ამ რთულ ეტაპზე, რა თქმა უნდა, თქვენი ანუ ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობა არის გადამწყვეტი.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა სრულყოფილად შეისწავლა თითოეული რეგიონის პოტენციალი.

კომენტარები