რეგიონების განვითარება

პრემიერი ბიზნესმენებს: ჩაერთეთ ჩვენს პროექტში და ქონებას ერთ ლარად გადმოგცემთ

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ძვირფასო ბიზნესმენებო, რომ ჩაებათ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ამ ახალ პროექტში, მიიღოთ მონაწილეობა. შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის გაძლიერების საქმეში, რომელიც არის წინაპირობა ჩვენი სახელმწიფოს გაძლერების. მე მჯერა თქვენი პატრიოტიზმის, შესაძლებლობის, იმის, რომ თქვენ გექნებათ უამრავი ინიციატივა და იდეა. ჩვენ მაქსიმალურად მხარში დაგიდგებით, იქნება ეს შეღავათიანი პირობებით ქონების გადაცემა, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად... ნებისმიერი ინფრასტრუქტურის გაკეთება - გზა, წყალი, კანალიზაცია თუ სხვა, ნებისმიერი, რაც საჭირო იქნება, ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად უზრუნველყოფილი. მაქსიმალური ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე და სრული ხელშეწყობა, იქნება ეს შეღავათიანი პერიოდი, თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან... ასე რომ, მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რეალური ცვლილებები დავიწყოთ რეგიონებში.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა სრულყოფილად შეისწავლა თითოეული რეგიონის პოტენციალი.

კომენტარები