ციხის კადრები

ღამბაშიძე: მსგავსი ფილმების ჩვენება ტოტალიტარული რეჟიმის მართვის მექანიზმია

ტაბულა

ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის შეფასებით, "ტოტალიტარული რეჟიმის მართვის ერთ-ერთი მექანიზმია მსგავსი ფილმების ჩვენება, რომელიც ორიენტირებულია სიძულვილის გამოწვევაზე გარკვეულ ჯგუფებში". ღამბაშიძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში არასრულწლოვნებისთვის დოკუმენტური ფილმის - "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა" ჩვენება შეაფასა.

"ამის კარგი მაგალითია ორუელის 1984-ში მძვინვარების ორი წუთი, სადაც ადამიანები იკრიბებიან, უყურებენ ფილმს ოპოზიცონერზე და შემდეგ იწყება აბსოლუტურად ირაციონალური ყივილი, ჩხუბი, გინება და ამას აჩვენებენ პეროდულად, რომ არ ჩაქრეს ის მუხტი ოპოზიციონერის წინააღმდეგ, ვისაც ერძვის პარტია. რატომ აჩვენეს ეს ფილმი მოსწავლეებს? იმიტომ, რომ უფროსებს ეს კადრები ძალიან კარგად ახსოვთ. ჯერჯერობით, ქართულ ოცნებას მომავალ არჩევნებში გამარჯვების გათვლა აქვს, იმის შემდეგი არჩევნები კი, მათთვის სერიოზული ბრძოლის განმსაზღვრელი იქნება. ახლა ფიქრობს, რომ არ მოუწევს სერიოზული ბრძოლა, რადგან ნაციონალურ მოძრაობას არ მისცემს ხმას ის ზრდასრული მოსახლეობა, რომელსაც შეგიძლია, უბრალოდ ცხრა წელი უხსენო. ბავშვებმა კი, ეს ცხრა წელი არ იციან" - აცხადებს ღამბაშიძე.

გაუპატიურება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, სისხლიანი ცხედრები - ეს კადრები არასრულწლოვნებმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში ნახეს. სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენება სამეგრელოდან დაიწყო. ჩვენებაზე მისული არასრულწლოვნების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ იყო, რასთან დაკავშირებით შეკრიბეს - ზოგს ეგონა, კონცერტზე მიდიოდა, ზოგს კი გამოფენაზე. ჩვენებებზე მისულ ადამიანთა ნაწილი აცხადებს, რომ აქ გამგებლის, სოფლის ხელმძღვანელობის ან სკოლის დირექტორის თხოვნით მოვიდა. ნაწილი კი ამბობს, რომ არავის დავალებით არ მოსულა და ისიც იცოდა, თუ რის შესახებ იყო ფილმი.

კომენტარები