მთავრობის ხარჯები

ვოლსკი: ამ რბილი ავეჯის თემას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა

მგონია, რომ ამ რბილი ავეჯის თემას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა. მე თვითონ სახელმწიფოებრივად, მიდგომა არ მომწონს, თუმცა შესყიდვებსა და ზედმეტ ხარჯებს, რასაკვირველია, მთავრობაც და ყველა დანარჩენი სტრუქტურაც უნდა მოერიდოს.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ ენმ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა, რომლის მიხედვითაც, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიაში 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა. მათ შორის, საწოლი ბატუტით, რომელშიც მთავრობის კანცელარიამ 24 132 ლარი გადაიხადა.

კომენტარები