მთავრობის ხარჯები

ივანიშვილი ავეჯის ყიდვაზე: ვინ ვის აკრიტიკებს - ირმა ნადირაშვილი ბედავს ამას

სასაცილო იყო ძალიან, ავეჯის კრიტიკა რომ განახორციელეს. ნახეთ, იქ რა ციფრები იყო, რომ ერთი სკამის ფასს ასახელებდნენ 40 თუ 44-ის ნაცვლად. რეალურად იქ ძალიან დაბალი ფასი იკვეთება. რაც მთავარია, ვინ ვის აკრიტიკებს - ირმა ნადირაშვილი ბედავს ამას. მაგრამ ნორმალურია, ეს არის ის, რომ ყველას აქვს უფლება გააკეთოს ის, რაც კანონის საწინააღმდეგო არაა. სიცრუის უფლება აქვთ და ცრუობენ, საუბედუროდ. მოგიწოდებთ, სიცრუის ნაცვლად იღვაწოთ და შეეცადოთ, რომ სწორი მიმართულებით წავიდეს თქვენი ქვეყანა. ქვეყნის ოპოზიციაში ნუ გადახვალთ იმისთვის, რომ ხელისუფლება გინდათ, დაამხოთ დროზე ადრე. ეს სჭირდება რამდენიმე კაცს. 

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება ენმ-ის ინფორმაციას, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიაში 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა.

კომენტარები