მთავრობის ხარჯები

მაჭავარიანი: ჩვენს მთავრობას რბილად ძილი და კომფორტი ნამდვილად აკლდა

რა, რა და ჩვენს მთავრობას რბილად ძილი ნამდვილად აკლია და კომფორტი აკლდა. 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში მეტი კომფორტია საჭირო და ზუსტად ეს სჭირდებოდა ახლა. ამ ადამიანებმა, როგორც საარჩევნო დაპირებები, აბსოლუტურად არაფერი არ შეასრულეს, ასევე თქვეს, რომ ყველაფერს შევამცირებთ, ხარჯებს შევკვეცავთ, ქამრებს შემოვიჭერთ, ღვედებს გადავიჭერთო და სინამდვილეში არაფერი არ მომხდარა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი ინფორმაციაზე, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის ფულით იტალიაში 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა.

კომენტარები