მთავრობის სხდომა

სერგეენკო: რბილი ავეჯი მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციისთვისაა განკუთვნილი

ეს ნივთები, 180 ათასი ლარის ღირებულების განკუთვნილია მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციისთვის. შედარებისთვის, მხოლოდ პრემიერის რეზიდენციისთვის 3 წლის წინ დაახლოებით იმავე რაოდენობით ნივთები დაჯდა მილიონ-ნახევარი. ასე რომ, მგონი, შედარება რთული არ იქნება.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე უარყო ენმ-ის ინფორმაცია, რომ კანცელარიამ 181 000 ლარის რბილი ავეჯი პრემიერმინისტრისთვის შეიძინა.

კომენტარები