მთავრობის გადაყენება

ხუხაშვილი: პარლამენტში ახალი უმრავლესობის შექმნის თეორიული შანსი არსებობს

მთავრობის გადადგომის ბრენდის ექსკლუზივის მოპოვება უნდათ, იმიტომ, რომ კარგად ესმით - ადრე თუ გვიან ეს საკითხი დადგება. საპარლამენტო "გადატრიალების" და ახალი უმრავლესობის შექმნის თეორიული შანსი არსებობს. თემატური თანამშრომლობა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეიძლება შედგეს. გრძელვადიანი თანამშრომლობა რომელიმე პოლიტიკური ერთეულის ან დეპუტატის მათთან შეუძლებელია და ამაზე არც ერთი პოლიტიკური ძალა არ წავა.

აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, ენმ პარლამენტში მთავრობის გადასაყენებლად საჭირო დეპუტატების რაოდენობის შეგროვებას იწყებს.

კომენტარები