მთავრობის გადაყენება

რატიანი: თამაშის დრო არ არის, მთავრობის გადაყენება აუცილებელია

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატებიც და სხვებიც გააცნობიერებენ, რომ მთავრობის გადაყენება აუცილებელია, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, ქვეყანაში თამაშის დრო არ არის და აუცილებელია ახლანდელი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.

„დღითი დღე საქართველოში მდგომარეობა უარესდება, თავისუფალი დემოკრატებიც და სხვებიც უმრავლესობიდან გააცნობიერებენ, რომ არ არის თამაშის დრო, საქმე არის საკმაოდ რთულად და ამ მდგომარეობაში აუცილებელია, რომ ეს მთავრობა გადადგეს და დავიწყოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ამისათვის აუცილებელია მუშაობა პარლამენტში, იქნება სერიოზული ზეწოლა საზოგადოებიდანაც, იქნება აქციები და ამ აქციების ფონზე მთავრობა და ივანიშვილიც გააცნობიერებენ, რომ მათი დრო ამოიწურა“, - განაცხადა რატიანმა.

სერგო რატიანის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით თავისუფალ დემოკრატებთან კონსულტაციას იწყებს.

„მე არ ვიტყოდი, რომ თავისუფალი დემოკრატები არ გვიჭერენ მხარს, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს და ზუსტი პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება“, - განაცხადა რატიანმა.

კომენტარები