ბიზნესზე ზეწოლა

ხადური: რაღაც არ მახსოვს ფადი ასლის განცხადებები, როცა ზეწოლა იყო მის ბიზნესზე

ტაბულა

"ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ბიზნესის მიმართ საქართველოში ზეწოლა ხორციელდება და რაღაც არ მახსოვს ფადი ასლის განცხადებები მაშინ, როცა მართლა ზეწოლა იყო ბიზნესებზე და მათ შორის, მის საკუთარ ბიზნესზე", - საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას ეხმაურება.

საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ დღეს პრემიერმინისტრს მიმართა - "უკვე ერთ წელზე მეტია, ვითხოვთ მოიმოქმედოთ რამე და შეაჩეროთ ბიზნესის რეკეტი და შევიწროება, რომელსაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს, რაც საქართველოში ბიზნესის განვითარების ნომერ პირველ დაბრკოლებად იქცა. თქვენ სისტემატურად აიგნორებთ ჩვენს მესიჯებსა და წერილებს, თქვენი დუმილი და უმოქმედობა სიტუაციას კიდევ უფრო აფუჭებს. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შეაჩეროთ ბიზნესის შევიწროება და ჩვენ გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ თქვენ საბოლოოდ გადადგამთ ნაბიჯებს და მოიმოქმედებთ რამეს ამისათვის. დიდი მადლობა".

კომენტარები