ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

ხარძიანების ადვოკატი: გამოძიებას სავარაუდოდ დამნაშავის ფოტორობოტი აქვს

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

გამოძიებას ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებული პირის ფოტორობოტი სავარაუდოდ უკვე გააჩნია. ამის შესახებ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა. პროკურატურაში რანდენიმე საათის განმავლობაში ბესიკ ხარძიანის შვილის დაკითხვა მიმდინარეობდა. მან შენობა უკომენტაროდ დატოვა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, იგი გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია და, მის თქმით, გამოძიებას „სავარაუდო დამნაშავის" შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს.

პროკურატურაში საღამოს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანიც მივიდა.

დღეს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

კომენტარები