ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

შოთაძე: ხარძიანის მკვლელობასთან შალვა აბულაძეს არანაირი შემხებლობა არ აქვს

საუბარია საკმაოდ კარგად ორგანიზებულ მკვლელობაზე, შესაბამისად, ამ ეტაპზე რაღაც კომენტარებისგან თავს შევიკავებ. ამ საქმესთან დაკავშირებით მეც მოვისმინე ბევრი კომენტარი, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს პროკურატურა ოფიციალური კომენტარისგან, თუ რა დეტალებია დადგენილი საქმეში, თავს შეიკავებს. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობასთან, შალვა აბულაძეს არანაირი შემხებლობა არ აქვს.

განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები