ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

მაია ხარძიანი: უდესიანის გამო ტყვიას გადავუდგები, ჩემი ძმა ნაძირალაა

pia.ge

ბიზნესმენი გიორგი უდესიანი სვანური სასამართლოს მოლოდინაშია. უდესიანი მისი და ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დაპირისპირების განხილვას 12 ნაფიცი მსაჯულის წინაშე გეგმავს. ამის შესახებ ხარძიანმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

უდესიანის თქმით, მისი და ბესო ხარძიანის ურთიერთობის ყველა დეტალი, ბიზნესპარტნიორობიდან მტრობამდე დიდ სვანურ შეკრებაზე უნდა გაირჩეს და ვერდიქტიც სვანმა უხუცესებმა უნდა გამოიტანონ.

"სვანურმა სასამართლომ გადაწყვიტოს, ვინ არის არაკაცი და ვინ არის თაღლითი, ვინ არის ნარკოტიკების მომხმარებელი,"- განაცხადა უდესიანმა. 

გიორგი უდესიანი სვანურ სასამართლოს იმ ფარულ ჩანაწეებს გადასცემს, რომელსაც ახლა პარიზში ინახავს. მეხსიერების ამ ბარათზე 2011 წლის აპრილში ბიზნესმენ ბეს ხარძიანის დის, მაია ხარიძიანისა და მისი შეხვედრის ვიდეომასალაა შენახული.

როგორც მასალიდან ირკვევა,ბესო ხარძიანის დაკავების შემდეგ, მაია ხარძიანი უდესიანთან ოფისში თავად მივიდა და სთხოვა, კუს ტბაზე მისი ძმის საკუთრებაში არსებული წილი შეეძინა.

"მათ ჰქონდათ ფულის პრობლემა, მან მთხოვა იყიდეო, მე უარზე ვიყავი,"- აცხადებს უდესიანი. 

გადაცემა პოსტსკრიპტუმმა გიორგი უდესიანისა და მაია ხარძიანის დიალოგის ნაწყვეტი გაავრცელა:

-გეხვეწები გია, შენ ნუ გგონია, რომ მე ვინმეს კრესტს ვუსმევ, სიმართლეს ვაწვები თავიდან ბოლომდე.

- მაია, დამანებეთ რა თავი. არანაირი პროცენტები არ მინდა რა. გინდა 10 მილიონად გაყიდოს გინდა 100 მილიონად გაყიდოს, რაც გინდათ ის ქენით რა, არ მინდა მაგ საქმეში მონაწილეობა რა, ხო ტრ...იანი ბიჭია და რაც უნდა ის ქნას. 

-გია, მე არავინ არაფრად არ მთვლიდით, ამბობდით ეს ისეთი ქალიაო, მაგრამ მე გია უდესიანის გამო ტყვიას გადავუდგები, გია. ერთი ვთხოვე და კაცმა ის გამიკეთა, რაც ვერავინ ვერ გააკეთა. ჭიანჭველებივით დავრბოდით და არავინ არაფერი გამიკეთა. მე შევაკვდებოდი როგორც მისი მტერის და. აი ასე შევაკვდებოდი მე ჩემს ნაძირალა ძმას. დღეს, რომ მე მიჭირს, ოფლად ვარ დაღვრილი,- ამბობს მაია ხარძიანი.

თბილისში ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

კომენტარები