ხელისუფლება და ოპოზიცია

უტიაშვილი: ქვეყანა, რომელიც გადაყოლილია შურისძიებას, იოლი ნადავლია მტრისათვის

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი ასე წარუმატებელი აღმოჩნდა სახელმწიფოს მართვაში არის ის, რომ მას აქვს ერთადერთი მთავარი მიზანი - შურისძიება. სხვა ყველაფერი მისთვის მეორეხარისხოვანია. ეკონომიკაზე ლაპარაკობს, ლაპარაკობს - " მიეხედება, მოევლება." ერთადერთი, რაზეც ლაპარკობს მუდმივად, დიდი გზნებით არის ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენა. მთავრობა და რადიკალური პარტიები ბურჯანაძე-ინაშვილები ქმნიან ამ განწყობას საზოგადოებაში, რომ "ხალხო, ყველაფერი ცუდი, რაც გჭირთ, არის იმ 9 წლის ბრალი, და ამ ხალხს თუ დავიჭერთ აღმოვჩნდებით უკეთეს საქართველოში." ეს ყველაფერი ვის წისქვილზე ასხამს წყალს, ცხადია - საქართველო, რომელიც გადაყოლილია შურისძიებას, იქნება იოლი ნადავლი ყველა თავისი მტრისთვის.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

კომენტარები