ხელისუფლება და ოპოზიცია

უსუფაშვილი: თოფის სროლა მძიმე თემაა

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

ენმ-ის დედოფლისწყაროს ოფისის დაცხრილვას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეხმაურება. "დარწმუნებული ვარ, მუშაობა უკვე ჩატარებული იქნება და სხვაგვარადაც მივიღებთ ზომებს, რომ ინფორმაცია ჰქონდეს პარლამენტს. თოფის სროლა, ეს პარტიული ოფისის თუ კერძო პირის წინააღმდეგ იქნება, მძიმე თემაა და ამას სჭირდება ძალიან მალე ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა", - თქვა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ოფისი გუშინ ღამე დაცხრილეს. მასში განთავსებული იყო დეპუტატ ზაზა კედელაშვილის ბიუროც.

კომენტარები