ხელისუფლება და ოპოზიცია

კანდელაკი: ვოლსკიმ - დაფიქრდი ჩემზე საუბრისას, თორემ ცხვირში მოგხვდებაო

ბატონ გია ვოლსკის სწყენია, რომ მე იგი პრორუსულ პოლიტიკოსად მოვიხსენიე. დღეს ლუკა კურტანიძესთან ერთად მოვიდა და პირდაპირ "პრავების კაჩავი" დამიწყო ჭეშმარიტ ძველბიჭურ სტილში. მე მას განვუმარტე, რომ ნამდვილად არ მივიჩნევ პროდასავლურ პოლიტიკოსად და მიმაჩნია, რომ არაპროდასავლურობა ავტომატურად პრორუსულობას ნიშნავს (ასე არ ვთვლიო მეო, კიდევ ერთხელ აღიარა). შემდეგ ბატონი ვოლსკი გადავიდა ხელების შლაზე და ჩემთვის იმის ახსნაზე, რომ თურმე სანამ მის შესახებ ვისაუბრებ, "კარგად უნდა დავფიქრდე" "წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცხვირში მომხვდება." მე მას ვუთხარი, რომ ნამდვილად არ ვთვლი პროდასავლურ პოლიტიკოსად და ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ და ვერც მისი უღირსი მუქარა, ცხადია, ვერ შემაშინებს. კომპარტიის ცეკა-ს ინსტრუქტორების დრო საქართველოში სამუდამოდ დასრულდება წელს ოქტომბერში. საქართველო იქნება დამოუკიდებელი, მდიდარი და წარმატებული ქვეყანა.

ამის შესახებ ენმ-ის წევრი გიორგი კანდელაკი ფეისბუქზე წერს.

კომენტარები