დაკავებული სპეცრაზმელები

გომელაური სპეცრაზმელებზე: რომ ებრძანათ, დაცხრილე ეს ბავშვიო, არ უნდა დამეცხრილა

ტაბულა

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება ყველაფერს ცდილობს, რომ ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები "მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ."

"ეს ადამიანები შეეწირნენ არასწორი ბრძანების შესრულებას. კანონით ეს, რა თქმა უნდა, ისჯება. ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ იქიდან გამომდინარე, რომ არიან სპეცდანიშნულების დანაყოფის წევრები და მიიღეს არასწორი ბრძანება.

მათ კანონი ავალებს, რომ უკანონო ბრძანება არ უნდა შეასრულონ. თქვენ შეიძლება, არ იცით, მაგრამ 10 წელი ვიმსახურე მანდ. რომ ებრძანა ხელმძღვანელს, მოკალი, დაცხრილე ეს ბავშვიო, მე არავინ უნდა დამეცხრილა, ტვინი მქონდა. ელემენტარულია, რომ არ უნდა შეასრულო", - თქვა გომელაურმა.

კომენტარები