დაკავებული სპეცრაზმელები

ივანიშვილი: ალბათ, რიგითს გონება უნდა ეყოს და უკანონო ბრძანება არ შეასრულოს

პრემიერს საერთოდ არაფერი არ ესაქმება სპეცრაზმელებთან, მათ თავისი უფროსი ჰყავთ. პრემიერმა თავისი აზრი გამოთქვა თავისი მხოლოდ და იგივე აზრი გამოთქვა მე მგონი გომელაურმაც, მე დღეს წავიკითხე, რომ გომელაურიც ფიქრობს და ცდილობს, რომ ვინც არასწორ ბრძანებას დაექვემდებარა და ჩაიდინა დანაშაული, იქნებ როგორმე შეუმსუბუქონ... მე არ ვარ კარგად გარკვეული ამ კანონმდებლობაში, საერთოდ, კანონს უნდა ექვემდებარებოდეს ყველა და ალბათ, თუ უფროსიც იძლევა უკანონო ბრძანებას, უნდა ეყოს გონება რიგითსაც, რომ რაღაც არ გააკეთოს.. ალბათ... თუმცა, ეს სხვა კითხვებს იწვევს, რომ როდესაც ტერორისტული აქტი ხდება, ამდენი გარჩევის დრო და საშუალება არ აქვთ და სწრაფად უნდა დაექვემდებარონ.. ნუ, კითხვებია, საკამათო თემაა. ეს კანონმდებლობა ნახეთ, წამოწიეთ თქვენც ჟურნალისტებმაც, იაქტიურეთ, მეც ჩემდათავად ვიაქტიურებ და თუ დასახვეწია, უნდა დაიხვეწოს, მაგრამ კითხვები არსებობს.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტაბულას კითხვაზე, რომელიც ე.წ კორტების სპეცოპერაციაზე დაკავებულ სპერაზმელებს ეხებოდა. კერძოდ, ტაბულამ ივანიშვილს ჰკითხა - "რამდენიმე დღის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ ბრძანების შესრულებისთვის სპეცრაზმელი არ უნდა დაისაჯოს, არადა ექვსი რიგითი სპეცრაზმელი წინასწარ პატიმრობაშია კორტების სპეცოპერაციის გამო. რატომ უნდა დაუჯეროს სპეცრაზმმა პრემიერს, როდესაც მისი სიტყვა და საქმე რადიკალურად დაშორებულია ერთმანეთისგან?".

კომენტარები