თბილისის მერია

კახიძე: ნარმანია აღიარებს იმას, რისთვისაც მერაბიშვილი და უგულავა ციხეში ჰყავთ

ვანო მერაბიშვილს, მტკიცებულების გარეშე (!) 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პარტიული აქტივისტების დასაქმებისთვის (პროკურატურის ბრალის და სასამართლო განაჩენის მიხედვით). გიგი უგულავას იგივე ბრალი აქვს წარდგენილი, ისიც მტკიცებულების გარეშე. ჰოდა, აგერ ნარმანია თავად აღიარებს - ნათესავები დავნიშნეთ, ოღონდ არა ნათესაობის, არამედ კამპანიაში გაწეული დახმარებისთვისო. 'ატკატებს' ვაკეთებთო, თან ნათესავებზეო. ამას ეწოდება სამართლიანობის აღდგენა ქოცურად. მადლობა ბატონ ბიძინას.

წერს ადვოკატი ოთო კახიძე Facebook-ში თბილისის მერის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გაკეთებულ განცხადებაზე. კერძოდ, დავით ნარმანიამ თქვა, რომ ნათესავები მერიაში წინასაარჩევნო აქტივობისთვის დაასაქმეს.

კომენტარები