სამთავრობო ცვლილებები

ხოკრიშვილი: ჩემი გადადგომის მიზეზი სრული სიმართლეა

გარემოს დაცვის უკვე ყოფილი მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, გადადგომის მიზეზი სიმართლეა და ის ნამდვილად ბრუნდება ოჯახთან.

"მიზეზი, რომელიც ჩემს განცხადებაშია მოყვანილი, სრულად შეესაბამება სიმართლეს. მიზეზია ის, რომ მე ვბრუნდები ჩემს ოჯახთან და ეს გადამწყვეტი მიზეზია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს, რომელმაც ჩემი პოზიცია გაიზიარა. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო მთავრობის თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის, ვუსურვო წარმატება. სამინისტროში რჩება საკმაოდ ძლიერი გუნდი, რომელიც გააგრძელებს სწორ პოლიტიკას გარემოს დაცვის სფეროში. კონსულტაციები მქონდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან, 2 დღის უკან შევჯერდით, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი", - თქვა ხოკრიშვილმა.

ხოკრიშვილმა პოსტი დღეს დატოვა. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უწყების ახალი ხელმძღვანელის დასახელებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

კომენტარები