მიწისძვრა ნეპალში

ნეპალში, მაშველებმა ნანგრევებში 15 წლის ცოცხალ მოზარდს მიაგნეს

cbc.ca

ნეპალში მიწისძვრიდან მე-5 დღეს მაშველებმა ნანგრევებში 15 წლის ცოცხალ მოზარდს მიაგნეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 5 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გაერო ნეპალის დასახმარებლად 415 მილიონ დოლარს ითხოვს. ჰუმანიტარულ დახმარებას ნეპალს უკვე უგზავნიან ჩინეთი, ინდოეთი, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები.

მოსახლეობის ნაწილი კატმანდუში ღამეს კვლავაც ღია ცის ქვეშ ათევს. ხელისუფლება დედაქალაქის დატოვების მსურველებს სხვა რეგიონებში გასამგზავრებელ ბილეთებს უფასოდ ურიგებს. 

კომენტარები