ევროპის კვირეული

პატრიარქი: გვინდა, ვაღიაროთ, რომ საქართველოს იზიდავს ევროპული ფასეულობები

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის საიუბილეო დღეები და კვირეული. ძველი რომაელები ამბობდნენ: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. და დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის დემოკრატიულ საწყისებს. ჩვენ გვინდა, ვაღიაროთ, რომ საქართველოს იზიდავს სწორედ ის ფასეულებანი, რომლებიც გააჩნია ევროპას. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპის წარმატებაზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თავის დროზე ევროპამ წარმოშვა ორი მსოფლიო ომი. ამიტომ დემოკრატიული სტრუქტურები ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებას. მშვიდობა სუფევდეს ევროპაში და მთელ მსოფლიოში.

განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ევროპის კვირეულის გახსნაზე.

კომენტარები